ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ომბუდსმენის ანგარიში
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. „საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი“- ნათქვამია განცხადებაში. ძირითად გამოწვევად დასახელებულია ადამიანთა უფლებების დარღვევები და გატაცების ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თამაზ გინტურის მკვლელობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გამოწვევებს შორის სახელდება ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები. „სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება."- წერია ომბუდსმენის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე
TV Pirveli
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე და ფეხქვეშ გათელილი უფლებები
ამერიკის ხმა
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - გორი
Qartli. ge
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ბრიტანეთის ელჩის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებების დაცვის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster