საერთაშორისო მედიატურნირი თბილისში

06.07.2019 01:35

უკრაინის ნაკრები თბილისში გამართული საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირის გამარჯვებულია. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის 6 ქვეყნის მედიანაკრები იბრძოდა. საქართველოსა და უკრაინის გარდა, მონაწილეობდნენ ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მედიანაკრებები. საქართველოს ნაკრებში, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოს პირველი არხის ოთხი წარმომადგენელი თამაშობდა. ერთ-ერთი მათგანი, გეგი კიკაბიძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. საუკეთესო მოთამაშედ უკრაინელი რუსლან მიხაილევსკი აღიარეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: