შემზარავი ფაქტი კახეთში - მოკლულია 63 წლის ქალი. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც ყვებიან, რომ სწრაფი კვების ობიექტში მომუშავე ქალს მეზობლად მცხოვრებმა ახალგაზრდამ საკვების უფასოდ მომზადება სთხოვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
წინასწარი მონაცემებით ახალგაზრდამ მსხვერპლს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად თელავის მკვიდრი ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე, დაზიანებები აღენიშნება მოკლულის მეუღლეს, რომელიც სწრაფი კვების ობიექტში ცოლთან ერთად მუშაობდა.
მოგვიანებით კი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ქალბატონი ცივი იარაღით არ მოუკლავთ.
ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, შელაპარაკების დროს მას ხელი ჰკრეს, რის შედეგადაც წაიქცა და გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებულია.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eWCBa7