აღდგომის დღესასწაულის მილოცვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაცხოვრის აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც დღეს ზეიმობს დღესასწაულს: „ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. მილოცვის წერილი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა. „გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს. საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს“, – წერს მთავრობის მეთაური. მილოცვის წერილი გაავრცელა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ეთნიკურად სომეხ თანამოქალაქეებს, ისევე, როგორც კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული აღმსარებლობის მიმდევრებს დღესასწაული მიულოცა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პირველი ნაბიჯი საქმიანობის დაწყებამდე
Kartu Info Marketing
ეკატერინე გალდავამ შშმ ბავშვებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული...
United Water Supply Company Of Georgia
მინისტრების მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 25 აპრილი, 2022 წელი
TV IMEDI
სააღდგომო მილოცვა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
სააღდგომო მილოცვა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ბიძინა ივანიშვილის მილოცვა
Likebidzina
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი