ნათლისღების დღესასწაული

19.01.2022 06:10

ისტორიული გადაწყვეტილება საზოგადოებამ დღეს სამების ტაძრიდან შეიტყო.

300 წლის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნების და მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ მოსახლეობას ლიტურგიაზე მყოფმა პრემიერმა აცნობა. მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ნათლისღებაა. დილიდან ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. სრულდება ნათლისღების მთავარი რიტუალიც - წყალკურთხევის მსახურება. ნაკურთხი წყალი კი მთელი წლის განმავლობაში ინახება. სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა. სახარების თანახმად, მდინარე იორდანეში იოანა ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub