ახალი პროექტი ტელესკოლაზე


საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი - ტელესკოლა ახალ პროექტს იწყებს. მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა ნებისმიერ ადგილიდან მიიღონ. ოლიმპიადა ონლაინ ფორმატში, აპლიკაცია 1TVPLAY-ზე ჩატარდება. მასში ჩაართვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 10 ტელეგაკვეთილი ჩატარდება და ტელესკოლის ეთერში ყოველ შაბათს, 13 საათზე გავა ეთერში. პროექტი სამ ეტაპად წარიმართება - პირველი ეტაპი, ნახევარფინალი და ფინალი. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან