პრემიერის გაფრთხილება შემოსავლების სამსახურს

16.11.2019 01:15

პრემიერის გაფრთხილება შემოსავლების სამსახურს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობასა და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა. შეხვედრაზე გახარიამ განაცხადა, რომ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება ყველას გამოწვევა იქნება, რასაც ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა სჭირდება. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: