ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება.
არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენის შემდეგ ნიკა მელიამ დეპუტატის მანდატი დაკარგოს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მოსამართლემ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის ერთ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო, თუმცა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მმართველი გუნდის ლიდერები მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას ეთანხმებიან, თუმცა უცნობია, დაელოდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებს. გამოძიების ვერსიით, „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების წინასწარ შემუშავებულ სქემაში ნიკა მელია აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელის სტატუსით იყო ჩართული.
მელიას გარდა 7 წლის წინ აღძრულ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ზურა ადეიშვილი, რომელსაც დაუსწრებლად 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.