ვითარება უკრაინაში

18.12.2022 01:02

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დისლოცირების 8 ადგილზე იერიში მიიტანეს. ამასთან, დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის მიერ 15 დასახლებულ პუნქტთან წამოწყებული იერიშის მოგერიება შეძლეს. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა 5 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, მათ 42-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის იერიშებისა, მათ უკვე შეძლეს ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენა და დენი უკვე 6 მილიონზე მეტ ადამიანს მიეწოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: