პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ შემსრულებლად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია. ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი. გამორჩეულია ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლიც. სამძიმრის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა. „თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას“- ვკითხულობთ წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
TV IMEDI
ლექსო თორაძე გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Lekso Toradze,Nina Ananiashvili. After the premiere of "Gord...
State Ballet of Georgia
ლექსო თორაძის პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 12 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლეგენდარული პიანისტი ლექსო თორაძე პაატა ბურჭულაძემ ოქროს რაშ...
Iavnana International Charity Foundation
#დღისკოდი ლექსო თორაძე - 70 სტუმარი: ედიშერ სავიცკი - პიანი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ლექსო თორაძე - 70 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster