ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მიმართავს

11.11.2022 01:30

ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატაროს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის არჩევის პროცედურა. მისი განმარტებით, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ს ორ წევს უკვე გახანგრძლივებული ექვსთვიანი უფლებამოსილების ვადა 15 აგვისტოს ამოეწურათ. როგორც გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი განზრახ აჭიანურებს არჩევის პროცედურას, რაც მისი შეფასებით, ცესკო-ს ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ს ორ წევრს უფლებამოსილება მას შემდეგ გაუხანგრძლივდა, რაც პარლამენტში მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ახალი თავმჯდომარისა და ასევე ცესკო-ს ახალი წევრების თაობაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მიმართავს
02:01

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მიმართავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად  - ინტერვიუ ვახტანგ მეგრელიშვილი / დავით მათიკაშვილი
52:05

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - ინტერვიუ ვახტანგ მე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში
03:35

ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
07:22

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიზანმიმართულად დაპაუზებული პროცესი?
05:04

მიზანმიმართულად დაპაუზებული პროცესი?

Formula News

ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ არ დასტურდება

ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ არ დასტურდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობოთა ნაწილი საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებს
01:36

არასამთავრობოთა ნაწილი საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი სიორიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე | „ღამის კომენტარი“
03:44

გიორგი სიორიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე | „ღამ...

Formula News

ყველა ვიდეო