ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთ-ევროკავშირის შესახებ

16.09.2021 06:39

საქართველო ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის მომავალს ეხება. 494 ხმით დამტკიცებული დოკუმენტით ბრიუსელიდან დღეს მოსკოვს უთხრეს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა დამოკიდებული. რეზოლუციაში საქართველო, 2008 წლის ომი და ოკუპირებულ რეგიონებში დარღვეული ადამიანის უფლებები არაერთხელ არის ნახსენები. რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებაზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ევროკავშირის ადეკვატური რეაგირების არქონამ, მოსკოვს სამხედრო კამპანიის გაგრძელებისკენ უბიძგა - ეს დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია მოსკოვისგან მომდინარე კონკრეტული საფრთხეები. ამ საფრთხეების მოხსნამდე ევროპარლამენტი ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნების მომხრეა. კენჭისყრას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროპარლამენტის რეზოლუცია და დავით ზალკალიანის განცხადება
04:26

ევროპარლამენტის რეზოლუცია და დავით ზალკალიანის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის - ევროპარლამენტის რეზოლუცია
01:57

რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის - ევროპა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 16 სექტემბერი, 2021 #LIVE
57:15

#მოამბე 21 საათზე, 16 სექტემბერი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა - ევროპარლამენტის რეზოლუცია
00:59

რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა - ევროპარლამენტის რეზ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთზე
06:09

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთზე

TV IMEDI

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ ცნო
00:54

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ ცნო

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

🔴 დღის კომენტარი 12:30 საათზე (22.11.2023)
00:00

🔴 დღის კომენტარი 12:30 საათზე (22.11.2023)

info news

#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2023 #LIVE
56:15

#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო