ოპოზიციას მოქმედების ორი არეალი აქვს - პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, გიორგი რურუას გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია.
„8 მარტის შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესრულებულია. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაარღვია ძველმა ოპოზიციამ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ცვლილებების, მხარდაჭერის პირობა მისცა, მხარი მაინც არ დაუჭირა. ეს ერთგვარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა და ჩვენი საზოგადოება ამას სათანადო შეფასებას მისცემს, რადგან მათ ვერ შეძლეს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რასაც საჯაროდ ჰპირდებოდნენ საზოგადოებას და პარტნიორებს, ამ პარტიებს საზოგადოება ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ჩააბარებს. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს, ეს არის სპეკულაცია. როდესაც მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და არ ჰყავთ, ან ცოტა ჰყავთ ლიდერები, ვისაც შეუძლია პირდაპირ მივიდეს საზოგადოებასთან და რაიმე მხარდაჭერა მიიღოს, მოქმედების ორი შესაძლო არეალია – ჩვენი პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები, რასაც მუდმივად აკეთებდნენ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორების მოსაზრებებს ყოველთვის პატივს სცემს.
„პარტნიორების მოსაზრებას ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებით. როგორც ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ შემოდგომაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. დავამტკიცეთ ახალი საარჩევნო მოდელი, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, ვმუშაობთ უსაფრთხოების წესებზე, რომელიც პანდემიის დროს არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ასევე, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ქვეყანაში, ვინაიდან ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავად ნახონ, თუ როგორი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა არანაირი საფრთხე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებს და მეგობრობას არ ემუქრება. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ამ შესაძლებლობასაც აუცილებლად გამოიყენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.