სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასთან და მათ დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოსარჩელეების: მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ არ ყოფილა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაცია განზრახ იყო ორგანიზებული ისე, რომ დარღვეულიყო საზოგადოების ცხოვრება დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების გზით, გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, რაც არის შესაბამისი წესებისა და რეგულაციების აშკარა დარღვევა. ყურადღებაა გამახვილებული პირველი და მესამე მოსარჩელის გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებსა და აღიარებაზე, პროტესტის ფორმების არჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობის უგულებელყოფით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მესამე მომჩივანს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვები წაუქეზებიათ ასეთ ქმედებებისკენ, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული დაბრკოლება და მათ გასახსნელად მოგვიანებით პოლიციის ძალისხმევის შეფერხება, შეიძლება შეფასდეს როგორც „დასაგმობი“ საქციელი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას მოსარჩელე კაჭარავას შემთხვევაში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სამი თვის ვადაში კაჭარავას უნდა გადაუხადოს 1600 ევრო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან