„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადება

25.07.2022 01:57

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავენ - თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შეგვიძლია, გამოვიტანოთ მყარი დასკვნა, რომ შეხვდით ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რთული გამოსაცნობი არაა, რა გზავნილიც გექნებოდათ. ეს კიდევ ერთი წერილია, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაავრცელეს. ჩვენი მომართვიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით. აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისთვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ქართული ოცნებიდან\" წასული დეპუტატების მორიგი თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე
04:21

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი თავდასხმა საერ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"ქართული ოცნებიდან\"ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგი თავდასხმა ამერიკის საელჩოზე
02:42

"ქართული ოცნებიდან"ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგი თავდ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"ქართული ოცნებიდან\" წასული დეპუტატების მორგი განცხადება
08:42

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორგი განცხადება

TV IMEDI

#მოამბე 21 საათზე, 30 ივნისი, 2022 #LIVE
01:02:35

#მოამბე 21 საათზე, 30 ივნისი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება
07:49

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ხალხის ძალის“ განცხადება და შეფასებები
03:41

„ხალხის ძალის“ განცხადება და შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ხალხის ძალას” განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
11:03

„ხალხის ძალას” განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადება - პოლიტიკური სპექტრის შეფასება
02:44

უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადება - პოლიტიკური სპ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო