რეზო ესაძე 85 წლისაა

18.02.2019 04:20

რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 85 წლისაა. არაერთი ცნობილი ფილმის ავტორსა და გმირს 21 თებერვალს სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან. დაგეგმილია მისი პერსონალური გამოფენის გახსნაც. სწორედ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად პირველი არხი დღეს, 22:30 წუთზე რეზო ესაძის ბოლო ნამუშევრის ტელეპრემიერას გეგმავს. ფილმი სახელწოდებით „თვე, როგორც ერთი დღე“ რეჟისორმა 2016 წელს გადაიღო. მასში თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური საკითხებია გადმოცემული. ექსპერიმენტული ნამუშევრის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსთა განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: