საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

19.05.2021 02:25

საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას კვირის ბოლოს გადაეგზავნება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მხარეები ყველა იმ საკითხზე შეჯერდნენ, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს - სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.

ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობას საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე გუნდი შაბათს ცესკო-ს წარმომადგენლებთან ერთად გააგრძელებს. დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა კი მომავალი კვირიდან დაიწყება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog