ინტერვალი - როკ'ენ'როლის ხმა

11/21/2020

სიმღერა ჩაწერილია და დამიქსული ინტერვალის მიერ

ლირიკა :

მთელი სამყარო შენს გარშემო ტრიალებს,
მოყენებულ ჭრილობებზე ვეღარ ამჩნევ იარებს,
მე სამყაროს შემხედვარე სადღაც გავქრები,
შენ კი სხვისი შუქით სადღაც მორცხვად დატკბები.

ამ აკორდის ქვეშ ჩემი სული დავმარხე,
ამ სიმღერის ტაქტის ბოლოს დავრჩი და ვნახე,
როგორ თვრება, ტკბება ზეცა ჩემი მოსმენით,
შინაგანი ხმა კი ქრება სხვისი მოთმენით.

მე ვუკრავ ამ ხმას და არ ვუჯერებ სხვას,
მე გიტოვებ ხმას, მე გიტოვებ ჩემს აზრს -

მე გიტოვებ შენ ვარსკვლავს,
ის გაგინათებს ბნელ გზას,
მოჰფენს სინათლეს ქალაქს -
ჩემი როკ'ენ'როლის ხმას.

ნუღარ ემდური ამ წლებს,
ჩემი სული შენთან თვლემს,
ნუღარ იცოდებ თავს -
ის შენთვის დაუკრავს...

მე გიტოვებ შენ ვარსკვლავს,
ის გაგინათებს ბნელ გზას,
მოჰფენს სინათლეს ქალაქს -
ჩემი როკ'ენ'როლის ხმას.

Social Links:
Facebook : https://www.facebook.com/IIntervall/
Instagram : https://www.instagram.com/intervallof...
SoundCloud: https://soundcloud.com/dx5z8nu2in1i