აფეთქება ლანჩხუთში

19.11.2020 01:22

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, პაციენტს სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ხანძარი, რომელიც აფეთქებას მოყვა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: