ჟურნალ „Film Print“-ის XV ნომრის პრეზენტაცია

04/01/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

31 მარტს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ეროვნული კინოცენტმა ჟურნალ „Film Print“-ის მეთხუთმეტე ნომრის პრეზენტაცია გამართა.
2015 წლის გაზაფხულის ნომრის რედაქტორები არიან რეჟისორები ელენე ფასური და თორნიკე ადამაშვილი.
ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი.
ახალ ნომერში აქცენტი სოციალურ კინოსა და რეგიონალური კინოთეატრების განვითარებაზე გაკეთდა.
ჟურნალში მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები.
ასევე წაიკითხავთ საინტერესო წერილებს: თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ინტერვიუებს გაგა ჩხეიძესთან და მერაბ კოკოჩაშვილთან და ა.შ.
ჟურნალის მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ჟურნალი საინტერესო იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკითხველისთვისაც, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ზოგადი ინტერესის გაზრდას კინოს მიმართ. ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.



http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან