„დელტაკრონი“ - ახალი შტამი
მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდია. აღნიშნული შტამი კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება. კორონავირუსის ახალ ვარიანტს, სავარაუდოდ, 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტა“ ვარიანტსაც აქვს. კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს. 25 ადამიანიდან, რომლებსაც ამ ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 11 კლინიკაში გადაანაწილეს. ჯერჯერობით არ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ „დელტაკრონმა“ შესაძლოა, „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...