თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღე
19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე შეირაღებული ძალების პირველმა პირებმა მიულოცეს. ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს. 1992 წელს, სწორედ 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 101-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მფრინავთა პროფესიული დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ავიაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 44-ე დღე - ვითარება უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ეროვნული გმირის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარაკეტო იერიშები ღაზას სექტორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster