საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

13.02.2019 01:51

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი საქართველოში რიგით 63-ეა, ხოლო კახეთის რეგიონში - მეთორმეტე.
უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისით ისარგებლებს.
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog