ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში
03/02/2019
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა საფრანგეთში, ქალაქ არალში ვან გოგის ფონდში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ნახოს ნიკო ფიროსმანის 29 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან მათ შორის: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვან გოგის 5 ნამუშევარი, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა ისეთი შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914\". გამოფენის დათვალიერება ვან გოგის მუზეუმში პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.