შეზღუდვები გზებზე
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი -ზესტაფონის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (მესტია-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი. მთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვლი და ქარბუქი. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა პირველი აპრილიდან მოიმატებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები გზებზე
TV Pirveli
შეზღუდვები გზებზე
TV3
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები გზებზე
TV Pirveli
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster