„ქალთა საინფორმაციო ცენტრი" პანკისელებისთვის ტრენინგებს ატარებს


„ქალთა საინფორმაციო ცენტრი\" პროექტის - „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო\" კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის\" ფარგლებში, ლოპოტას ტურისტულ კომპლექსში ტრენინგების ციკლს ატარებს. ორგანიზატორების განცხადებით, სემინარზე ამჯერად პოლიციელები, მასწავლებლები, ამბულატორიისა და კაცთა საბჭოს წევრები მონაწილეობენ. ტრენინგის თემაა ოჯახში ძალადობა, მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ინსტიტუციური მექანიზმი, გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა. ტრენინგი მიზნად ისახავს, აამაღლოს იმ ადამიანთა ცნობიერება, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1uBjV7P

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან