პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში


მოზარდ მაყურებელთა თეატრში ექსპერიმენტისთვის ემზადებიან.

დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს მაყურებელი სცენის ნაცვლად თეატრის შესასვლელში ნახავს. სხვა კუთხით, აქცენტებით და ფორმებით იქნება გადმოცემული პიესის შინაარსი. შესაბამისად, სპექტაკლი „უბედურება“ ცნობილი მწერლის ნამუშევრის სრულიად ახალი საინტერესო ვერსიაა. 

ამჯერად რეჟისორი შეეცადა პიესა თანამედროვეობისთვის მოერგო. სპექტაკლში გმირების ყოველდღიური ცხოვრებაა ნაჩვენები, სადაც მათი მთავარი ამოცანა სიყვარულის პოვნაა. 

„უბედურების“ ახალი ვერსიის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 14 მაისს გაიმართება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან