ცვლილებები სოფლის მეურნეობის პროგრამებში

02.07.2020 01:50

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის.  მაგალითად, 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. ამასთან, იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5-ისა, იქნება 10 მლნ ლარი. ცვლილებების თანახმად, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისთვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა - 12 თვით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ცვლილებები შეღავათიან აგროკრედიტში და მიმდინარე პროგრამები - გადაცემა „კაპიტალი“
15:09

ცვლილებები შეღავათიან აგროკრედიტში და მიმდინარე პროგრამები -...

Rural Development Agency

ცვლილებები მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში
11:10

ცვლილებები მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელ...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

#ბიზნესპარტნიორი - პროგრამაში \"დანერგე მომავალი\" ცვლილებები შევიდა
08:17

#ბიზნესპარტნიორი - პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფერმერთა მხარდასაჭერად მთავრობამ 300 მლნ ლარი გამოყო
04:36

ფერმერთა მხარდასაჭერად მთავრობამ 300 მლნ ლარი გამოყო

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

MOE: მემორანდუმის ხელმოწერა
02:46

MOE: მემორანდუმის ხელმოწერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

#ბიზნესპარტნიორი დღეს წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება
15:36

#ბიზნესპარტნიორი დღეს წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო გ...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ბიზნესომბუდსმენი შრომის ინსპექტირების ყველა სფეროზე გავრცელებას ნაადრევად მიიჩნევს
12:20

ბიზნესომბუდსმენი შრომის ინსპექტირების ყველა სფეროზე გავრცელე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს ფერმერები გაეცნენ
02:23

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს ფერმერები გაეცნენ

Municipality of Marneuli

ყველა ვიდეო