ხანძარი ღვთისმშობლის ტაძარში - გამოხმაურება საქართველოში

16.04.2019 01:18

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.  

მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში, პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ,“ – წერს ბახტაძე „ტვიტერში.“ 

სამძიმარი ფრანგ ხალხს საქრათველოს პრეზიდენტმაც გამოუცხადა. სამშაბათის ტრადიციული ბრიფინგი პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა პარიზში, ნოტრდამის ტაძარში მომხდარ ხანძარზე საუბრით დაიწყო. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ამ უმძიმეს დროს ქართვლი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდით დგას. ჩაერთვება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში - შეკითხვაზე პრეზიდენტის სპიკერი აცხადებს, რომ ქართული მხარის, მათ შორის, პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით, საუბარი ჯერ ნაადრევია, ვიდრე იმისი სრული სურათი არ იქნება, თუ რა არის საჭირო პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოს აღდგენისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi