„წიგნი ქალილასა და დიმნასი“ პრეზენტაცია

05/20/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

20 მაისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ნაწარმოების „წიგნი ქალილასა და დიმნასი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორი ბონდო მაცაბერიძე და მთავარი რედაქტორი რუსუდან მოსიძე უძღვებოდნენ.
გიორგი ლობჟანიძემ წიგნი ბეირუთში, გამომცემლობა „ალ-მაყარიფის“ მიერ 1985 წელს დასტამბული ვარიანტის მიხედვით თარგმნა; ავტორმა ტექსტი კიდევ რამდენიმე ვარიანტს (ალეპოური, თეირანული ნუსხები) შეადარა და საბოლოოდ, თეირანისა და კაიროს უნივერსიტეტების 1957 წელს ერთობლივად გამოქვეყნებული „ქილილასა და დამანას“ კრიტიკული გამოცემის მიხედვით გამართა.
გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი „წიგნი ქალილასა და დიმნასი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოიცა.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან