ტრენინგი ტურიზმის ადმინისტრაციაში

01.08.2019 00:52

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო პლატფორმა ბუქინგთან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების კურსი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ტრენინგში  ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თემატიკა  მოიცავდა: როგორ განათავსოთ თქვენი სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე, ბუქინგთან მუშაობის პრინციპები, ბუქინგის ბრენდები და საიტები,  სასტუმროს მარკეტინგი და ანალიტიკა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: