გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე
გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას დისტანციურ მუშაობაზე, ეს დისკუსიის საგანი იყო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა რეგლამენტში მომზადებულ ახალ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებითაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტს უფლება ექნება, საქმიანობა დისტანციურად წარმართოს. დეპუტატების კითხვები ეხებოდა - რა საფრთხეებს შეიცავს დისტანციური მუშაობა, რამდენ ხანში მომზადდება შესაბამისი პროგრამა, რამდენად არის შესაბამისობაში ცვლილებები კონსტიტუციასთან. ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება ობიექტურ გარემოებაში. მმართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში დისტანციური მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ყოფილა და ცვლილებების მიღებამდე, საჭიროა, პოტენციური საფრთხეების შესწავლა მოხდეს და ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხიც დაზუსტდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროვიზია 2024 საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ელჩების გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი კეკელიძე: როგორ ვცხოვრობთ?
Kvara
„მოამბე“ 21 საათზე, 4 მაისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#ახალიდღე როგორია ავიამეთვალყურის სამუშაო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster