კარანტინის წესების დარღვევა

12.08.2021 01:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს. ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იზოლაციის წესების დარღვევა
03:11

იზოლაციის წესების დარღვევა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო რესტორანი დალუქა
00:46

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კარანტინის წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება
05:04

კარანტინის წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის
00:20

ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი პირბადის ტარების წესების დარღვევის შესახებ
02:30

კანონპროექტი პირბადის ტარების წესების დარღვევის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება
04:45

კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება

Business Media Georgia

პოლოციამ კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი  დააჯარიმა
00:36

პოლოციამ კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მ...

TV IMEDI

შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა

შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო