მშენებლობები ვერეს ხეობაში


სადავო ხდება ვერეს ხეობაში მშენებარე რამდენიმე ობიექტი.

საუბარია სვანიძის ქუჩის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე. გეოლოგების ნაწილი მშენებლობებს საფრთხისშემცველად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მასშტაბური სტიქიის შემთხვევაში ტერიტორიები შესაძლოა ისევ დაიტბოროს. სადავო ობიექტების აშენებაზე ნებართვების ნაწილი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდეა გაცემული, რამდენიმე კი, - ტრაგედიის შემდეგ.

დედაქალაქის მთავრობა სპეციალისტებს იმ გამკაცრებულ რეგულაციებს ახსენებს, რომლებიც მერიამ ვერეს ხეობაში სწორედ 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ აამოქმედა.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან