ოტელო
მარჯანიშვილის თეატრი პიესა სამ მოქმედებად დადგმა - 1982 წელი. პიესის ავტორი - უილიამ შექსპირი; დამდგმელი რეჟისორი - თემურ ჩხეიძე; მხატვრები - ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვნსკი, იური ჩიკვაიძე; კომპოზიტორი - გივი გაჩეჩილაძე; ქორეოგრაფი - იური ზარეცკი; სასცენო მოძრაობა - შოთა სხირტლაძე; რეჟისორის თანაშემწე - აკაკი კუჭიხიძე. მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, მარინა ჯანაშია, რევაზ ჩხიკვიშვილი, გურანდა გაბუნია, თემურ კილაძე, მარლენ ეგუტია, გივი ჩუგუაშვილი, ქეთევან გეგეშიძე, ელგუჯა მარსაგიშვილი. „ოტელო“ უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიაა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე დაიდგა და იდგმება დღემდე. რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ უარი თქვა მთავარი გმირის,ოტელოს ავტორისეულ მოცემულობაზე - მის რასობრივ მიკუთვნებაზე. ოთარ მეღვინეთუხუცესის ოტელო არის თეთრკანიანი, ცისფერთვალება ძლიერი მამაკაცი, რომელსაც გარეგნული მომხიბვლელობის მიუხედავად, მაინც სტანჯავს არასრულფასოვნების კომპლექსი, რასაც ოსტატურად იყენებს იაგო (ნოდარ მგალობლიშვილი) და, რასაც ეწირება კიდეც თავად მთავარი მოქმედი გმირი და მისი მეუღლე დეზდემონა. აღსანიშნავია, რომ მარინა ჯანაშიას დეზდემონაც ჩხეიძისეულ სპექტაკლში ანგრევს აქამდე ქართულ სცენაზე დამკვიდრებულ მოდელს. ის არ არის ქერათმიანი, გულუბრყვილო ქალბატონი. ის მებრძოლი ქალია, რომელიც ცდილობს საკუთრი სურვილი და სიმართლე დაუმტკიცოს მეუღლეს. ასე რომ, თემურ ჩხეიძის ეს სპექტაკლი მრავალმხრივ საყურადღებოა- პიესის ორიგინალური და ახლებური გააზრებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოტელო ქუთაისში (ჯერ შეიცადეთ) Otelo Kutaisshi
levan Kvita
ოტელო - ლიტერატურული წახნაგები
Artareatv
„ოტელო“ - პრემიერა 65 წლის შემდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოტელო/Othello 13.05. 2022
State Ballet of Georgia
"ოტელო". პრემიერა /Othello. Premiere /13.05.2022
State Ballet of Georgia
ოტელო. პრემიერა/Othello.Premiere. 13.05.2022
State Ballet of Georgia
„ოტელოს“ პრემიერა ახალ სივრცეში - თეატრი სახელოსნო 42-ის პრე...
TV IMEDI
„ოტელოს“ თანამედროვე ვერსია ოპერისა და ბალეტის თეატრში
Formula News