ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. უბედური შემთხვევა ბათუმში სტიქიამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა ორი ავტომანქანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ძლიერი ქარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში ძლიერი ქარის გამო ავტომობილები დაზიანდა
TV IMEDI
სტიქია აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა
TV Pirveli
სტიქია აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster