წყალდიდობის შედეგები ლიბიაში

17.09.2023

ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალ „დანიელისგან“ წარმოქმნილმა წყალდიდობამ ლიბიაში 800 ათასი ადამიანი დააზარალა. ეს რიცხვი ლიბიის მოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ოპერაციას ნანგრევებში კვლავ განაგრძობენ. ლიბიის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქალაქ დერნას მახლობლად, მაშველებმა 450-ზე მეტი ცხედარი ნახეს. ლიბიაში წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: