ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია

13.06.2016 06:15

ერთი წლის წინ ყველაფერი 13 ივნისს, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყო. უხვი ნალექის, ინტენსიური წვიმის შემდეგ, ბეთანიაში 50 ჰექტრამდე ფართობის მთა ჩამოიშალა.

„მოვლენა-კატასტროფა და ერთ დღეში განვითარებული ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი“, -ასე აღწერენ სპეციალისტები საბედისწერო ღამეს.

ბეთანიიდან დაძრული ღვარცოფული მასა, რომელსაც ძირიანად მოთხრილი ხეები და ქვა-ღორღი მოჰქონდა, 1959 წელს აშენებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა, შეგუბების შედეგად კი ვერეს წყლის დონემ 15 მეტრამდე აიწია, რასაც სვანიძის ქუჩაზე კატასტროფული შედეგები მოჰყვა.

მეორე დარტყმა უკვე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე იყო.

ქეთი ბერაიას რეპორტაჟი სტიქიური მოვლენების ქრონოლოგიით.

გაზიარება:
Mankanebi