„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საარჩევნო სტრატეგია
პოლიტიკური გადაჯგუფებების პარალელურად წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა აქტიურდება. ცალკეული ოპოზიციონერი აქტორებისთვის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებაზე გადის. სწორედ ეს გზავნილი გააჟღერა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებულმა გიგი უგულავამ, რომლის ტონი დანარჩენი ოპოზიციის მისამართით მწვავე იყო. პოლიტიკოსმა ოპოზიციურ ძალებს სააკაშვილის გარშემო პასიურობაზე პირდაპირ მიუთითა. თუმცა ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი აზრი არ არსებობს. შეცვლილია ტაქტიკაც. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქცენტირების ნაცვლად სააკაშვილის გუნდი ახლა სხვა ფაქტორებზე ცდილობს ყურადღების გადატანას. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები საკუთარ მოთხოვნას ამყარებენ, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილი შესწორებაა. ყველა ამ გზავნილს ერთიან კამპანიად და მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად ნიადაგის მომზადებად მიიჩნევს ხელისუფლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ა...
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ოპოზიციური გაერთიანებები ძველი ლიდერებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია ახალი ალიანსის ძიებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრაიმერიზი და ბოიკოტი - ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საარჩევნო გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster