ახალი წელი მესაზღვრეებთან ერთად


ადამიანები, რომლებიც ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას ასრულებენ.

მომდევნო რეპორტაჟში გაჩვენებთ, როგორ ემზადებიან 2024 წელთან შესახვედრად ქართველი მესაზღვრეები. მათ ნაწილს პროფესიული მოვალეობის შესრულება და სასაზღვრო ზონების კონტროლი კლიმატის გამო ურთულეს პირობებში უწევთ. ყოველდღიური რუტინა და სამუშაო განრიგი არც 31 დეკემბრის ღამეს დაირღვევა. ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფთა და საზღვრების მცველთა მისია სასაზღვრო მონაკვეთების დაცვასთან ერთად მეტეოროლოგიური პირობების გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლების მკვიდრთა დახმარებაცაა. 

ნახავთ ადგილებს, სადაც გაზაფხულამდე ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მესაზღვრეები და რამდენიმე ადგილობრივი რჩებიან. იმის მიუხედავად, რომ წლის მთავარ დღესასწაულს ოჯახებისგან შორს ხვდებიან, საახალწლო განწყობა მაინც აქვთ, ტრადიციას არ ღალატობენ და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულების პარალელურად, ნაძვის ხის აწყობასაც ახერხებენ. 

სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც ზღვის დონიდან ათასობით მეტრზე მდებარეობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან