„სტერეო პლუსის“ განცხადება

31.07.2019 01:15

პირველ აგვისტოს, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. მიზეზი დავალიანებაა, რომელიც კომპანიებს თვეებია არ გადაუხდიათ.

„სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის განცხადებით, საუბარია ასეულობით ათას ლარზე. დავალიანების დაფარვის ბოლო ვადად 1 აგვისტოს ღამის 12 საათია მითითებული. გადაწყვეტილება „სტერეო პლუსმა“ კომპანიაში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პირველ არხს განუცხადა, რომ კომპანია მაუწყებლობას არ შეწყვეტს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi