კუმისის ტბა [Kumisi lake]

04.06.2012 00:07

ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე). http://ka.wikipedia.org/wiki/კუმისის_ტბა

გაზიარება: