მიმართვა პრემიერს

17.02.2021 02:20

ათამდე ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ და საკოორდინაციო საბჭომ ეკონომიკის სრულფასოვნად აღდგენის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მიმართვაში წერია, რომ ასოციაციები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის ორი საათით გადაწევას ითხოვენ, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე. ასევე შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც კვირის სხვა დღეებში ისედაც მუშაობენ. 22 თებერვლიდან კი სარესტორნო სექტორისთვის დახურულ სივრცეებშიც სტუმრების მიღების დაშვებას და ამავე თარიღიდან მთის კურორტების გახსნას ელოდებიან. ასოციაციებში აღნიშნავენ, მზად არიან ჩაერთონ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაში, როგორც კონტაქტების, ისე ფინანსური რესურსის მოძიების კუთხით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: