მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე
მრავალი GRAMMY-ის მფლობელი, ლეგენდარული, ამერიკული ვოკალური კვარტეტი „მანჰეტენ ტრანსფერი“ უკვე თბილისშია. 12 მაისს, კულტურის სამინისტროში კვარტეტის წევრებმა ჩერილ ბენტაინმა, იანის სიგელმა, ალან პოლმა და ტრისტ კურლესმა ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტია დაგეგმილი. პრესკონფერენციას ასევე გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი. ფესტივალი 12 მაისს იწყება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას და გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ...
culturegovge culturegovge
ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალს "მანჰეტენ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რის გამო სტუმრობს თბილისს The Manhattan Transfer?!
Music Box
მანჰეტენ ტრანსფერი თბილისში ჩამოდის
Music Box
,,მანჰეტენ ტრანსფერის’’ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კ...
Djansug Kakhidze Tbilisi Music Center
Пляжи в Лос Анджелесе - ლოს ანჯელესის პლიაჟები
Nikoloz Kurashvili
ჩელენჯი: ტოპ 3 მიტანის სერვისი საქართველოში - ბურგერ ბარის ბ...
Geek Guru
მანჰეტენის 3 ქართული რესტორანი
ამერიკის ხმა