დიდთოვლობის შედეგები

20.01.2026 04:46

ორდღიანი ინტენსიური ნალექის შემდეგ თბილისში აღარ თოვს. თუმცა დიდთოვლობამ და უხვმა ნალექმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა.
ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა. შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმში რჩებიან. ცენტრალური გამზირებისა და ქუჩების შემდეგ დაიწყო შიდა ქუჩების წმენდა - დღეს და უახლოეს დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო ვარდნა და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, რის გამოც გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა უნდა გაგრძელდეს. თოვა შეწყდა რეგიონებშიც, თუმცა მაღალმთიან რაიონებში უამინდობით გამოწვეული პრობლემები ჯერ ისევ რჩება. მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ ნალექს პროგნოზირებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania