სახლის სეისმოგრაფი

04/11/2011
sosojemali-ის მიერ

ამ ვიდეორგოლში ექსპერიმენტულად ნაჩვენებია ინგლისელი ფიზიკოსის მაიკლ ფარადეის მიერ 1831 წლის 29 აგვისტოს აღმოჩენილი ელექტრომაგნიტური იდუქციის მოვლენა. დანადგარი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: შტატივი, ინდუქციურობის კოჭა, მაგნიტი, ზამბარა, მიმყვანი სადენები და მილიამპერმეტრი. შტატივზე დამაგრებულ ზამბარაზე ჩამოკიდებულია კოჭას ხვრელში მოთავსებული ზოლოვანი მაგნიტი. როდესაც მაგნიტს მოვიყვანთ თავისუფალ რხევით მოძრაობაში, მაშინ მისი ძალწირები გადაკვეთენ მილიამპერმეტრთან მიმყვანი სადენებით შეერთებულ კოჭას ხვეულებს, რომელშიც აღიძვრება მილევადი ცვლადი ინდუქციური დენი. ეს დენი რეგისტრირდება მილიამპერმეტრით, რასაც მიუთითებს მისი ისრის მილევადი რხევები.

ეს მოვლენა და ექსპერიმენტული დანადგარი საფუძვლად უდევს თბილისის ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის IX კლასელი მოსწავლის გიორგი მეშველიანის გამოგონებას \"სახლის სეისმოფრაფი\". იგი წარდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსში-\"ლეონარდო და ვინჩი\".

ერთ-ერთი კონსულტანტია ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ჯემალ კიკნაძე.