მარნეულში ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე აღინიშნა - 10.05.2018
მარნეულში ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე აღინიშნა 10 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სპორტულ კომპლექსს „ათა ჰოლდინგში“ მერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსლან გაჯიევი და მაჰირ დარზიევი, მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიროგაძე, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა და მცირე ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც ასახავდა ჰეიდარ ალიევის ცოხვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებს. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელმაც ყურადღება ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობის შესახებ ისაუბრა. „ჰეიდარ ალიევი იყო პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ისტორიაში. მისი მიზანი ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება, უსაფრთხოების აღდგენა, გლობალური პროექტების რეალიზაცი და ხალხთა კეთილდღეობა იყო. მისი ხელმძრვანელობით აზერბაიჯანმა მიაღწია დიდი წარმატებებსა და განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. დიდია მისი წვლილი მეზობელი ქვეყნების წინაშე. საქართველო და აზერბაიჯანი ოდიდთგანვე დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან და ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში მეგობრობის მაგალითად იქცა. მან საქართველოს იმდროინდელ ლიდერებთან ერთად საფუძველი მრავალ უმნიშვნელოვანეს პროექტს ჩაუყარა. მინდა, განსაკუთრებუად აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომლებიც ტრადიციულად მტკიცეა, ემყარება მეგობრობასა და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობის ასეთი მაღალი დონე კი ქმნის ურყევ საფუძველს ვიყოთ წარმატებულები ერთობლივ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“–განცხადა თემურ აბაზოვმა. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/191...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე აღინიშნა
Municipality of Marneuli
ჩემპიონატი საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებ გ...
marneulisya SYAM
ჩემპიონატი საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებ...
marneulisya SYAM
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა
Municipality of Marneuli
მარნეულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
Municipality of Marneuli
კარანტინი მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში პოლიეთილენის ბოთლებისთვის ახალი ურნები დაიდგა (mar...
Municipality of Marneuli