თსუ-ში ახალი კრებულის, „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კრებულის, სახელწოდებით „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემაში სხვადასხვა თაობის 17-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა.

სწორედ უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული ისტორიული გეოგრაფიული ატლასი, სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით, გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება სტუდენტური კაპელას კონცერტით დასრულდა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან