საპარლამენტო არჩევნები ფინეთში

02.04.2023 00:52

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. „ფრანს პრესი“ წერს, რომ პრემიერ-მინისტრ სანა მარინის მთავრობამ შესაძლოა, პოზიციების ვერ შეინარჩუნოს. სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგად, ფინეთის ხელისუფლებაში შესაძლოა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალები მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაციონალისტი ევრო-სკეპტიკოსების პარტიის „ნამდვილი ფინელების“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ფინეთის ევროკავშირიდან გაყვანის საკითხსაც განიხილავს. არჩევნებში ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფინეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში მესამე ადგილს იკავებს. საარჩევნო უბნები ფინეთში ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც, არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: