პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვა
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო. სალომე ზურაბიშვილმა კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ხელი უკვე მოაწერა. საკუთარ განცხადებაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის. ამავდროულად, პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუღებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მისი შეფასებით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, ექვსი წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა, თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსაც. თუმცა, მისივე შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებაზე კანონის გაცნობის შემდეგ იფიქრე...
Georgian Media Club
როგორ განვითარდება პროცესები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკანონმდებლო ცვლილებები და ევროპული დირექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუხაშვილი - პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება სახელმწიფოებრი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2024
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის კომპეტენციაა“
Irakli Gharibashvili